შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

 

15 ნოემბერი 2008

 

დღეს, დაახლოებით 14 საათსა და 15 წუთზე,   შინაგან საქმეთა სამინისტროს  განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს  თანამშრომლებს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანიდან  ქარაღალის  მიმართულებით პატრულირებისას  ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მძიმედ დაიჭრა განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, 1974 წელს დაბადებული, ზურაბ ჯეჯელავა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
აფხაზები  შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა ადგილზე დარჩათ ნაღმები რომლის დადებასაც, როგორც ჩანს აპირებდნენ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ამ ადგილზე აფხაზების მიერ დადებულ ნაღმზე აფეთქდა პირუტყვიმომხდარი ფაქტები დააფიქსირეს სამეგრელოს რეგიონში მყოფმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა და  გაეროს დამკვირვებლებმა.